The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკა თავაძე

ნიკა თავაძე
ოფიციალური სახელი:ნიკოლოზ თავაძე
დაბადების თარიღი:8 მაისი, 1970  (53 წლის)
კატეგორია:მსახიობი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი (შ. გაწერელიას ჯგუფი) 1991 წელს.

1994–1997 წლებში მუშაობდა "სამეფო უბნის თეატრის" დაარსებაზე. ამავე თეატრში შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: რემი (ი. მისიმას "ჩემი მეგობარი ჰიტლერი"), ნუგზარი (ლ. ბუღაძის "ნუგზარი და მეფისტოფელი"); მამაკაცი ("აქ, ამ სავანეში"); ბრიკი (ტ. უილიამზის "კატა თუნუქის გახურებულ სახურავზე") და სხვ. 2007 წელს ამავე თეატრში დადგა ფ. ვებერის "კონტრაქტი", 2012 წელს ს. მროჟეკის "სტრიპტიზი". 2000 წლიდან კოტე მარჯანიშვილის თეატრის წამყვანი მსახიობია. ამ თეატრში შესრულებული როლებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: იუდა (მ. ბულგაკოვის "პილატე"), ურიელ აკოსტა (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა", 2006), ობერონი (უ. შექსპირის "ზაფხულის ღამის სიზმარი", 2006), ქაქუცა ჩოლოყაშვილი (გ. ქართველიშვილის "ქაქუცა ჩოლოყაშვილი", 2007), ფერნანდო (ე. გლანსერანი "გრონჰოლმის მეთოდი", 2013) და სხვ. გადაღებულია  ქართულ და სუცხოურ ფილმებში: "იავნანამ რა ჰქმნა" (1993), "ბრავო, ალბერ ლოლიშ" (1997), "ხვეული კიბით" (რეჟ. მ. თავაძე, 2001); "რენე მიდის ჰოლივუდში" (რეჟ. ა. ცაბაძე, 2010) და სხვ.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.428

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2004 - კიევის საერთაშორისო ფესტივალი-"სტოჟარის" პრემია, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის
    მხატვრული ფილმი"ხვეული კიბით"(რეჟ. მ. თავაძე, 2001)
  • 2000 - კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია, ლაურეატი
  • 1993 - იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია , ლაურეატი
  • ჯილდო მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის
    მხატვრული ფილმი "რენე მიდის ჰოლივუდში"(რეჟ. ა. ცაბაძე, 2010)
  • საქართველოს თეატრალური საზოგადოების ყოველწლიური პრემია , –მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის
    ნუგზარი(ლ. ბუღაძის "ნუგზარი და მეფისტოფელი")

გააზიარე: