შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბიძინა ფარცვანია![]()
ბიოგრაფიადაბაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. დაამთავრა საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო ინსტიტუტი 1937 წელს. 1938-1952წწ. ამავე ინსტიტუტის ეპიზოლოგიის კათედრის ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი და დოცენტი იყო. 1953 წლიდან განაგებდა ზოოჰიგიენისა და ვეტერინარის საფუძვლების კათედრას. შეისწავლა მსხვილი რქოსანი საქონლის დაავადებები - ხუთილი, ვეზიკალური ქრონიკული ჰემატურია, ლეპტოსპიროზი, ბრადზოტი, ბატკნის დიზენტერია, ენტეროტოქსემია. პერფრინგენსის ჯგუფის მიკრობთა ბიოლოგიური და ანტიგენური თვისებების გამოკვლევის შედეგად მოამზადა ცხვრის ბრადზოტის, ენტეროტოქსემიისა და ბატკნის დიზენტერიის საწინააღმდეგო ვაქცინა. ეკუთვნის 3 სახელმძღვანელო და მრავალი სამეცნიერო შრომა. ვეტერინარი ექიმი, ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი (1971), პროფესორი (1972). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.235 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |