The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბიძინა ფარცვანია

დაბადების თარიღი:20 თებერვალი, 1915  (109 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო ინსტიტუტი 1937 წელს.

1938-1952წწ. ამავე ინსტიტუტის ეპიზოლოგიის კათედრის ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი და დოცენტი იყო. 1953 წლიდან განაგებდა ზოოჰიგიენისა და ვეტერინარის საფუძვლების კათედრას. შეისწავლა მსხვილი რქოსანი საქონლის დაავადებები - ხუთილი, ვეზიკალური ქრონიკული ჰემატურია, ლეპტოსპიროზი, ბრადზოტი, ბატკნის დიზენტერია, ენტეროტოქსემია. პერფრინგენსის ჯგუფის მიკრობთა ბიოლოგიური და ანტიგენური თვისებების გამოკვლევის შედეგად მოამზადა ცხვრის ბრადზოტის, ენტეროტოქსემიისა და ბატკნის დიზენტერიის საწინააღმდეგო ვაქცინა. ეკუთვნის 3 სახელმძღვანელო და მრავალი სამეცნიერო შრომა. ვეტერინარი ექიმი, ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი (1971), პროფესორი (1972). 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.235

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1983 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: