შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რობერტ თავაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. თბილისის № 63-ე რუსული საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლას აგრძელებს თბილისის სამხედრო-საჰაერო ძალების სპეცსკოლაში. 1951 წელს წარჩინებით დაამთავრა ვლადიკავკაზის სამხედრო-საავტომობილო სასწავლებელი, 1951 წლიდან მსახურობდა შორეულ აღმოსავლეთში, 3 წელი ჩინეთში, საავტომობილო ნაწილებში. 1955 წელს ჩინეთიდან საბჭოთა ჯარების გაყვანის შემდეგ მსახურობდა ზღვისპირეთის მხარეში. 1960 წელს ჩაირიცხა ლენინგრადის ზურგისა და ტრანსპორტის სამხედრო აკადემიაში, რომლის დამთავრების შემდეგ, 1963 წელს მსახურობდა უკრაინასა და მოლდოვეთში, შენაერთის მეთაურის მოადგილედ ზურგის დარგში. შემდეგ იგზავნება გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიაში, რომელსაც ამთავრებს 1970 წელს და ინიშნება ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში. 1976-1985 წლებში მსახურობდა შორეულ აღმოსავლეთში სამხედრო ოლქის სარდლის მოადგილედ. 1985–1988 წლებში იყო შორეული აღმოსავლეთის მიმართულების ჯარების მთავარსარდლის მოადგილეა. 1992–1995 და 1998–1999 წლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეა, სამხედრო კონსულტანტია, ხოლო შემდეგ შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის მოადგილე ზურგის დარგში და უზრუნველყოფდა ჯარების მომარაგებას. 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. დაჯილდოებულია 23 მედლით და 6 ორდენით, მათ შორის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 2 ორდენით. ქართველი გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.428; სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.113; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.167; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.197 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |