The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რუბენ თავაძე

დაბადების თარიღი:1903
გარდაცვ. თარიღი:1941  (38 წლის ასაკში)
კატეგორია:მოქანდაკე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზემო ხეთი, ჩოხატაურის რაიონი.

1924-1929 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, 1934 წლიდან ლენინგრადის ფერწერის, ქანდაკებისა და არქიტექტურის ინსტიტუტში.

პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. დაიღუპა ქერჩის მისადგომებთან. ძირითადი ნამუშევრები: კომპოზიტორი ზ. ფალიაშვილი (1938, თაბაშირი, თბილისის კონსერვატორიის დიდი საკონცერტო დარბაზის ფოიე), ა. წულუკიძე (ქვა, 1935, ქუთაისი), ბ. ძნელაძე (ბრინჯაო, 1930, ალექსანდრეს ბაღი, ახლანდელი ლეონიძის სახელობის ბაღი - კ. მერაბიშვილთან ერთად, თბილისი, ამჟამად აღებულია). რუბენ თავაძის სხვა ნამუშევრები ინახება შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.428

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მხატვართა კავშირი, თავმჯდომარე (1938-1940)

გააზიარე: