შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა თავაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ზემო ხეთი, ჩოხატაურის რაიონი. 1925–1928 წლებში სწავლობდა თბილისი სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ხოლო შემდეგ მოსკოვის უმაღლეს არქიტექტურულ-სამშენებლო ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1931 წელს. 1931–1941 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოს ხელოვნების სამმართველოსთან არსებულ საპროექტო სახელოსნოს. 1956–1960 წლებში იყო საქართველოს კულტურის სამინისტროს საპროექტო განყოფილების მთავარი არქიტექტორი. ძირითადი ნამუშევრები: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის შენობის რეკონსტრუქცია და დაშენება (1938–1941); სახელმწიფო დრამატული თეატრი ქუთაისში (1955, არქიტ. მ. შავიშვილთან ერთად); სახელმწიფო დრამატული თეატრი გორში (1938, არქიტ. მ. ჩხიკვაძესთან ერთად); კინოთეატრები: ქუთაისში (1957), ზუგდიდსა (1957) და ფოთში (1958). 1936-1941 წლებში პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. 1934 წელს საქართველოს არქიტექტორთა კავშირის დამფუძნებელ ყრილობაზე აირჩიეს გამგეობის პასუხისმგებელ მდივნად. იყო რეპრესირებული. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.429 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |