Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შალვა თავაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ზემო ხეთი, ჩოხატაურის რაიონი. 1925–1928 წლებში სწავლობდა თბილისი სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ხოლო შემდეგ მოსკოვის უმაღლეს არქიტექტურულ-სამშენებლო ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1931 წელს. 1931–1941 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოს ხელოვნების სამმართველოსთან არსებულ საპროექტო სახელოსნოს. 1956–1960 წლებში იყო საქართველოს კულტურის სამინისტროს საპროექტო განყოფილების მთავარი არქიტექტორი. ძირითადი ნამუშევრები: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის შენობის რეკონსტრუქცია და დაშენება (1938–1941); სახელმწიფო დრამატული თეატრი ქუთაისში (1955, არქიტ. მ. შავიშვილთან ერთად); სახელმწიფო დრამატული თეატრი გორში (1938, არქიტ. მ. ჩხიკვაძესთან ერთად); კინოთეატრები: ქუთაისში (1957), ზუგდიდსა (1957) და ფოთში (1958). 1936-1941 წლებში პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. 1934 წელს საქართველოს არქიტექტორთა კავშირის დამფუძნებელ ყრილობაზე აირჩიეს გამგეობის პასუხისმგებელ მდივნად. იყო რეპრესირებული. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.429 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |