The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიო ცინცაძე

გიო ცინცაძე
Legal name:გიორგი ცინცაძე
Date of birth:3 January, 1956
Date of death:7 June, 2012  (at 56 years)
Category:Architect, Composer, Actor/Actress, Painter

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1976 წელს(არქიტექტურული), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1986 წელს(საკომპოზიციო).

მრავალი მხატვრული და დოკუმენტური კინოფილმის მუსიკის ავტორი(60–ზე მეტი), მათ შორის: "თეთრი ღამე", "დახატული წრე", "დაბრუნება"(1984, 1988, 1990, რეჟისორი დ. ცინცაძე), "ვამეხი მოდის"(1987, რეჟისორები ო. შამათავა, ო. ლითანიშვილი), "მატარებელი", "ანემია", "Sity Life"(1984, 1987, 1989, რეჟისორი ტ. კოტეტიშვილი), "ვალსი პეჩორაზე"(1992, რეჟისორი ლ. ღოღობერიძე), "ღამის ზარები"(რეჟისორი გ. ლორთქიფანიძე), "ნისლი", "თემო"(1985, 1986, რეჟისორი ლ. ზაქარეიშვილი), "დღიურის ჩანაწერები"(1986, რეჟისორი ლ. ერისთავი), "ბებია ყველასათვის"(1987, რეჟისორი ნ. დვალიშვილი), "ბილიკი"(1987, რეჟისორი მ. მინდიაშვილი), "სალომე"(1987, რეჟისორიი. შავლიაშვილი), "ტურანდოტი"(1989, რეჟისორი ო. შამათავა), "დღესასწაული დღესასწაულის მოლოდინში", "ხიზნები"(1989, 1995, რეჟისორი ლ. გორდელაძე), "მწირი"(1989, რეჟისორი დ. ქაჯაია), "ზვარაკი"(1990, რეჟისორი გ. ჩირაძე), "თბილისი ჩემი სახლია"(1994, რეჟისორი ე. ბადურაშვილი), "ხედვის ანბანი"(1994, რეჟისორი გ. ჭყონია), "ბუზი"(1996, რეჟისორი გია ცინცაძე), "ღამის ზარები"(1997, რეჟისორი გ. ლორთქიფანიძე), "ზღვის დონიდან"(2004, რეჟისორი გ. ოვაშვილი); დოკუმენტური: "ერთი წვეთი საქართველო"(1998, რეჟისორი ნ. ჯანელიძე), "წილკაანი"(1998, რეჟისორი დ. ჯანელიძე), "აღთქმული მიწა", "რუსული პალესტინა", "სამკუთხა წრე"(1999, 2000, 2001, რეჟისორი ა. რეხვიაშვილი); მუსიკა თბილისის, რუსთავის, ქუთაისის, ზუგდიდის დრამატული თეატრებისთვის, მათ შორის: "ტაძარი", "დონ კასტელის მოგზაურობა"; გადაღებულია კინოფილმებში: "ყაჩაღები – თავი VII"(1996, რეჟისორი ო. იოსელიანი), "სისხლიანი სცენარი"(1996), "ეტიუდი N6"(2003); 2013 წელს შედგა პერსონალური გამოფენა(გარდაცვალების შემდგომ) თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში; კომპოზიტორ ს. ცინცაძის ვაჟიშვილი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 546

Member of Organizations

  • საქართველოს კინოკავშირი, წევრი
  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, წევრი

Share: