The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი ცინცაძე

დაბადების თარიღი:3 მარტი, 1964  (60 წლის)
კატეგორია:კომპოზიტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1987 წელს(საფორტეპიანო, საკომპოზიციო).

1993–1999წწ. სწავლობდა გერმანიაში, პედაგოგები თ. ბრანდმიულერი(კომპოზიცია), მ. შტანკე(ელექტრონული მუსიკის დაოსტატება); თხზულებები, ბალეტები: "საპატარძლო მეფისათვის", "დარეჯან–ცბიერი"; სიმფონიები: 10(1999, 2000, 2002, 2003, 2004, 2005, 2006, 2010, 2012, 2012); ინსტრუმენტული კონცერტები: საფორტეპიანო კონცერტინო(1995, პირველი შესრულება), საფორტეპიანო კონცერტი(2001), სავიოლინო(2002), კონცერტი ვიოლონჩელოსათვის(2007), კონცერტი არფისა და კამერული ორკესტრისათვის (2007, 2015 პირველი შესრულება), კონცერტი ალტისათვის(2012), კონცერტი კლარნეტისა და კამერული ორკესტრისათვის(2012), ჩელესტის, ფლეიტისა და სიმებიანი კვარტეტისათვის(2014, პირველი შესრულება, დირიჟორი გ. ჭიჭინაძე), ფლეიტისა და სიმებიანი ოქტეტისათვის(2013), საყვირისა და სიმფონიური ორკესტრისათვის(2013), ტრომბონისა და სიმფონიური ორკესტრისათვის(2015); კანტატა ნ. ბარათაშვილის ლექსებზე 4 სოლისტის, გუნდისა და ორკესტრისათვის(2005, 2012 პირველი შესრულება); კამერული ნაწარმოებები: საფორტეპიანო ტრიო(2001, ფორტეპიანო – ნ. ჭანტურიშვილი, ვიოლინო – ხუციშვილი, ვიოლონჩელო – ნ. ხოშტარია), 24 მინიატურა ჩელესტისათვის(2006, სოლისტი ავტორი), 24 მინიატურა ჩასაბერი კვარტეტისათვის(2002), 8 ექსპრომტი არფისათვის(2007), ფანტაზია–კვინტეტი ფორტეპიანოსა და ჩასაბერი საკრავებისათვის(2007), ალტის სონატა, პიესა "მოლოდინი" ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის, პიესა "ფიქრი" ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსათვის, სეპტეტი "კონტრასტები", პიესა 2 ფორტეპიანოსათვის, 3 საფორტეპიანო სონატა; გერმანული გამომცემლობა "Keturi mysikverlag" თანამშრომელი. კომპოზიტორ ს. ცინცაძის ვაჟიშვილი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 546

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საავტორო უფლებათა GEMA, წევრი
  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2012 - ნიუ–იორიკის კამერული მუსიკის საერთაშორისო კონკურსი, I პრემია, ალტის კონცერტი
  • 1999 - ნიუ–იორიკის კამერული მუსიკის საერთაშორისო კონკურსი, I პრემია
  • 1996 - DADAAD–ის სადოქტორო ხარისხის სტიპენდიანტი
  • სოროსის ფონდის მიერ ჩატარებული ელექტრონული მუსიკის კონკურსი, გრან-პრი

გააზიარე: