The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა ცირღილაძე

შალვა ცირღილაძე
დაბადების თარიღი:1901
გარდაცვ. თარიღი:ნოემბერი, 1964  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კურსები, ტყიბულის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია და მუსიკალური სასწავლებელი; სწავლობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში(ვოკალური), მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიაში 1928 წელს(ვოკალი). 

1923–1925წწ. იყო კ. ფოცხვერაშვილის გუნდის სოლისტი(ბარიტონი); 1931 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; ქართული რეპერტუარი: მურმანი, კიაზო, ინკუბუსი(ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", "დაისი", "ლატავრა"), გოჩა(მ. ბალანჩივაძე "დარეჯან ცბიერი"), აბდულ–არაბი(დ. არაყიშვილი "თქმულება შოთა რუსთაველზე"), ლევანი, საქო(ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"), ნაცარქექია, რუნიჩი(გრ. კილაძე "ბახტრიონი", 1936, პრემიერა, "ლადო კეცხოველი", 1941, პრემიერა), კაკო, ბიძინა(ა. ანდრიაშვილი "კაკო ყაჩაღი", "ლაშქარა"), აგრონომი(ა. ბუკია "დაუპატიჟებელი სტუმრები", 1950, პრემიერა), თეიმურაზი, მეციხოვნე(ი. გოკიელი "პატარა კახი", 1943, პრემიერა), გოჩა(შ. აზმაიფარაშვილი "ხევისბერი გოჩა"); სხვა რეპერტუარი: ამონასრო, რიგოლეტო(ვერდი "აიდა", "რიგოლეტო"), ესკამილიო(ბიზე "კარმენი"), ტონიო(ლეონკავალო "ჯამბაზები"), გრაფი(ჩიმაროზა "საიდუმლო ქორწინება"), ალბერტი(მასნე "ვერთერი", 1942), ტომსკი(ჩაიკოვსკი "პიკის ქალი"), იგორი(ბოროდინი "თავადი იგორი"), კლენოვი(პოტოცკი "გარღვევა"), კაჩურა(ჩიშკო "ჯავშნოსანი პოტიომკინი"), ევგენი(ძერჟინსკი "წყნარი დონი").

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 549



გააზიარე: