შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სერაპიონ ფაღავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ზანა, ახლანდელი სენაკის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1929 წელს. 1927-1931წწ. მუშაობდა თბილისის გეოფიზიკის ობსერვატორიაში, 1931-1935წწ. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა მოსკოვის ჰიდრომეტეოროლოგიურ ინსტიტუტში. 1935-1938წწ. მუშაობდა მთავარ გეოფიზიკის ობსერვატორიაში. 1938 წლიდან იყო სსრკ ჰიდრომეტცენტრის განყოფილების გამგე. მისი შრომები ძირითადად ეხება ამინდის გრძელვადიანი პროგნოზის სინოპტიკური მეთოდების საკითხებს. მეტეოროლოგ-სინოპტიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1946), პროფესორი (1948). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის ბ. მულტანოვსკის სახელობის პრემია (1966). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.241 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |