The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სერაპიონ ფაღავა

დაბადების თარიღი:23 ოქტომბერი, 1908
გარდაცვ. თარიღი:7 სექტემბერი, 1976  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:მათემატიკოსი, პედაგოგი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზანა, ახლანდელი სენაკის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1929 წელს.

1927-1931წწ. მუშაობდა თბილისის გეოფიზიკის ობსერვატორიაში, 1931-1935წწ. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა მოსკოვის ჰიდრომეტეოროლოგიურ ინსტიტუტში. 1935-1938წწ. მუშაობდა მთავარ გეოფიზიკის ობსერვატორიაში. 1938 წლიდან იყო სსრკ ჰიდრომეტცენტრის განყოფილების გამგე. მისი შრომები ძირითადად ეხება ამინდის გრძელვადიანი პროგნოზის სინოპტიკური მეთოდების საკითხებს. მეტეოროლოგ-სინოპტიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1946), პროფესორი (1948). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის ბ. მულტანოვსკის სახელობის პრემია (1966). 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.241

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1939-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1969 - რსფსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ლენინის ორდენი

გააზიარე: