The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ კანკავა

სხვა სახელი:კოლხიდელი
დაბადების თარიღი:29 მაისი, 1900
გარდაცვ. თარიღი:29 აპრილი, 1977  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:ენათმეცნიერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხორში, სენაკის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1924 წელს.

1920-1935წწ. მუშაობდა მასწავლებლად; 1940-1944წწ. კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1940-1944წწ. ზუგდიდის სამასწავლებლო ინსტიტუტში; 1944-1952წწ. იყო გორის პედაგოგიური ინსტიტუტის რუსული ენის კათედრის გამგე; 1958-1970წწ. თბილისის ა. ს. პუშკინის სახ. პედაგოგიური უნივერსიტეტის პრორექტორი; 1956-1960წწ. ი. გოგებაშვილის სახ. პედაგოგიურ მეცნიერებათა ინსტიტუტის რუსული ენისა და ლიტერატურის მეთოდიკის  სექტორის გამგე. მ. კანკავამ დიდი წვლილი შეიტანა ქართულ სკოლებში რუსული ენის სწავლების გაუმჯობესების საქმეში, შეადგინა სახელმძღვანელოები ქართული საშუალო და უმაღლესი სასწავლებლებისათვის, მოკლე რუსულ-ქართული და ქართულ-რუსული ლექსიკონები. რუსისტი, ლექსიკოგრაფი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1952), პროფესორი (1953).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 368

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: