შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ ქორქია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი 1961 წელს. თბილისის "დინამოსა" და სსრკ ნაკრების წევრი; 1953-1955წწ. ნაკრების კაპიტანი; მუშაობდა თბილისის "დინამოს" უფროს მწვრთნელად; მისი ხელმძღვანელობით გუნდმა მიაღწია თავის ისტორიაში უდიდეს წარმატებას - დაეუფლა ევროპის ჩემპიონთა თასს (1962); ქართული საკალათბურთო სკოლის ყველა დროის უთვალსაჩინოესი წარმომადგენელი; კალათბურთის ფედერაციის პრეზიდიუმის მიერ მოწყობილ რეფერენდუმში XX ს. საუკეთესო ქართველ კალათბურთელად აღიარეს; სპორტის სახეობა: კალათბურთი. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.898; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.141; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |