The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ტარასი მგალობლიშვილი

Date of birth:1877
Date of death:1939  (at 62 years)
Category:Public official, Political Leader

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

1894 წლიდან მოღვაწეობდა ბათუმში, მონაწილეობა მიიღო 1902 წლის მარტის დემონსტრაციაში. 1906 წლიდან თბილისში განაგრძო პარტიული მუშაობა. რეაქციის წლებში რამდენჯერმე დააპატიმრეს. თებერვლის რევოლუციის შემდეგ პარტიის ერკეთის რაიკომის თავმჯდომარედ აირჩიეს. 1918 წელს იყო პარტიის გურიის სამაზრო კომიტეტის, რსდმპ(ბ) დასავლეთ ამიერკავკასიის კომიტეტის წევრი. თანამშრომლობდა ბოლშევიკურ გაზეთებში. 1919 წლის ნოემბერში ხელმძღვანელობდა აჯანყებას ჩოხატაურის რაიონში, რომლის დამარცხების შემდეგ არალეგალურად გაემგზავრა ბაქოში და განაგრძო პარტიული მუშაობა. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ პარტიულ სამუშაოზე იყო გურიასა და იმერეთში. 1926 წლიდან სხვადასხვა დროს მუშაობდა სახალხო მოსამართლედ, უმაღლესი სასამართლოს წევრად, დამცველთა კოლეგიის წევრად. რევოლუციური მოძრაობის მონაწილე საქართველოში. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ.526


Member of Organizations

  • სკკპ , წევრი (1903-)

Share: