Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დიმიტრი მგელაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი აკეთი, ლანჩხუთის რაიონი. დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტის სლავურ-რუსული განყოფილება 1914 წელს. სამეცნიერო პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა 1921 წლიდან. 1938-1975 წლებში იყო რუსული ენის კათედრის გამგე. კითხულობდა თანამედროვე რუსული ენის, რუსული ენის დიალექტოლოგიის, ძველი სლავური ენის, სლავური და ინდოევროპული ენების შედარებითი გრამატიკის კურსებს. განსაკუთრებით დიდია მისი ღვაწლი რუსული ენის სწავლების მეთოდიკაში. გამოქვეყნებული აქვს რუსული ენის სახელმძღვანელოები ქართული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტთათვის. რუსისტი, პროფესორი (1941). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.526; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 632-633 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |