The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქრისტეფორე III (საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი)

ქრისტეფორე III
ოფიციალური სახელი:ქრისტეფორე ციცქიშვილი
დაბადების თარიღი:27 მარტი, 1873
გარდაცვ. თარიღი:23 იანვარი, 1932  (58 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სიონის ტაძარი, თბილისი
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ვერტყვიჭალა, ხარაგაულის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია 1895 წელს.

1895-1922წწ. მღვდლად იყო ჯერ იმიერკასპიის ოლქში, შემდეგ საქართველოს სოფლებში - ხიდისთავში, იტრიაში, ნაბახტევში, თბილისის ვერის წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში; 1898-1905წწ. იყო სოფელ იტრიის (ახლანდელი ხაშურის რაიონი) ორკლასიანი სკილის გამგე და საღვთო სჯულის მასწავლებელი; 1904-1905წწ. გორის მაზრის სამრევლო სკოლების მეთვალყურე; 1905-1918წწ. თბილისის მეხუთე გიმნაზიის საღვთო სჯულის მასწავლებელი; 1918-1921წწ. იქვე ქართული ენის მასწავლებელი; 1905 წელს თბილისში თავმჯდომარეობდა არალეგალურ კრებას, რომელმაც შეიმუშავა მოთხოვნა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შესახებ; 1921 წელს იყო ურბნისის ეპარქიის მღვდელმთავარი; 1922 წლიდან ეპისკოპოსი; 1925-1927წწ. აფხაზეთის მიტროპოლიტი; 1927-1932წწ. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი; აქვს გამოკვლევები და წერილები ისტორიისა და ლიტერატურის საკითხებზე. 

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.899


გააზიარე: