შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბადრი ქუთათელაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი 1976 წელს. 2000 წლიდან თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის პირველი მოადგილე; ენციკლოპედია "თბილისში" გამოყენებულია მასალა მისი წიგნიდან "პოეზია ქვაში - თბილისის ქანდაკება" (2000); გამოცემული აქვს კრებულები: "ეს ზამთარიც ჩაილია" (1990), "სარკმელი" (1997), "შენზე მიოცნებია" (2009). არის დიდუბის პანთეონის დირექტორი; რომის პაპის სამახსოვრო მედლისა და "კულტურის რაინდის" წოდების მფლობელი. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.900; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.130; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.320 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |