The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბადრი ქუთათელაძე

ბადრი ქუთათელაძე
დაბადების თარიღი:1949  (75 წლის)
კატეგორია:მკვლევარი, პოეტი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი 1976 წელს.

2000 წლიდან თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის პირველი მოადგილე; ენციკლოპედია "თბილისში" გამოყენებულია მასალა მისი წიგნიდან "პოეზია ქვაში - თბილისის ქანდაკება" (2000); გამოცემული აქვს კრებულები: "ეს ზამთარიც ჩაილია" (1990), "სარკმელი" (1997), "შენზე მიოცნებია" (2009). არის დიდუბის პანთეონის დირექტორი; რომის პაპის სამახსოვრო მედლისა და "კულტურის რაინდის" წოდების მფლობელი.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.900; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.130; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.320

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მწერალთა საერთო-ეროვნული კავშირი, წევრი (1993-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2021 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 2009 - მედალი "ქართული კულტურის ამაგდარი"
  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი ლიტერატურულ-შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის
  • ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია
  • გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: