შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ილია მგელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი შემოქმედი, ოზურგეთის რაიონი. რევოლუციური მოღვაწეობისათვის გარიცხეს თბილისის სასულიერო სემინარიიდან. იყო 1905 წლის ოქტომბერში ნასაკირალზე გლეხთა შეიარაღებული გამოსვლების ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1906-1907წწ. კახეთის სოციალ-დემოკრატების ორგანიზაციაში მოღვაწეობდა. 1907 წელს მუშაობდა ბაქოს ბოლშევიკურ ორგანიზაციაში, 1909 წელს დააპატიმრეს, 1910 წელს გადაასახლეს ყუბანში. 1911 წელს ტუაფსეში მისი ბინა რევოლუციურ თავშესაფარს წარმოადგენდა. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ვლადიკავკაზში იყო, სადაც მონაწილეობდა მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს ჩამოყალიბებაში. იყო მენშევუიკური მთავრობის წინააღმდეგ შეიარაღებული აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რისთვისაც დააპატიმრეს და ჩრდილოეთ კავკასიაში გადაასახლეს. იქ სხვადასხვა დროს მუშაობდა ხელმძღვანელ პარტიულ სამუშაოზე. რევოლუციური მოძრაობის მონაწილე საქართველოში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.527 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |