შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სეით კაპანაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მეორე სვირი, ზესტაფონის რაიონი. სწავლობდა ბათუმის სამხედრო- საზღვაო სასწავლებელში 1921-1923 წლებში, ხოლო შემდეგ სწავლა განაგრძო (1923-1926) ლენინგრადის მ. ფრუნზეს სახ. სახედრო-საზღვაო სასწავლებელში. დიდი სამამულო ომის დაწყებისთანავე (1941) ს. კაპანაძე დაინიშნა 77-ე საზღვაო-ქვეითი ბრიგადის მეთაურად, 1944 წელს I-ლი გამანადგურებული საზღვაო ბრიგადის მეთაურად. მონაწილეობდა იაპონიის წინააღმდეგ ბრძოლებში. 1945-1946 წლებში მსახურობდა წყნარი ოკიანის ფლოტში, 1948 წელს დაამთავრა ლენინგრადის სამხედრო-საზღვაო აკადემია, 1951-1953 წლებში ს. კაპანაძე სწავლობდა გენერალური შტაბის აკადემიაში. საბჭოთა კავშირის კონტრ-ადმირალი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 376 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |