Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თინათინ ქუთათელაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი არქიტექტურის სპეციალობით 1932 წელს. 1933 წლიდან მუშაობდა "კვებპროექტში", "ახალმშენის" სამშენებლო ტრესტის სამუშაოთა მწარმოებლად, "თბილმშენის" სამშენებლო ტრესტის კანტორის უფროსად; სსრკ-გერმანიის ომამდე იყო თბილისის საავიაციო ქარხნის მშენებლობის ჯერ სამშენებლო უბნის უფროსი, შემდეგ კი საწარმოო-ტექნოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი; 1944-1947წწ. ტრესტ "თბილმშენის" მთავარი ინჟინერი და მმართველის პირველი მოადგილე; 1947-1951წწ. მუშაობდა თბილისის სტალინის სახელობის რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ; 1951-1952წწ. მსუბუქი მრეწველობის მინისტრის მოადგილედ მშენებლობის დარგში; თბილისის პარტიის საქალაქო კომიტეტში ხელმძღვანელობდა მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის განყოფილებას; 1953-1958წწ. იყო თბილისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე; 1958 წლიდან საქართველოს მშენებლობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; ერთ-ერთი პირველი ქართველი ინჟინერ-მშენებელი ქალი. მიღებული აქვს სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია (1982). წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.900; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.574-575; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.270 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |