შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სოსო მებურიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჭალა, ხაშურის რაიონი. 1895 წელს სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიის პანსიონში; 1898-1906 წლებში ქუთაისის რეალურ სასწავლებელში; 1908-1913 წლებში სწავლობდა ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე, პარალელურად 1909-1913 წლებში ხარკოვის თეატრთან არსებულ დრამატულ სტუდიაში - სარესტავრაციო ფაკულტეტზე. 1913-1917წწ. მუშაობდა ხარკოვის რუსული დრამისა და მის ფილიალ პოლტავის თეატრში; 1918-1920წწ. თბილისის ზუბალაშვილის სახალხო სახლში; 1921-1922წწ. ხაშურის რკინიგზის კლუბში; 1922-1924წწ. თბილისის ცენტრალურ კლუბში; 1924-1925წწ. ჭიათურის თეატრში; 1925-1929წწ. თბილისის ნაძალადევის თეატრში; 1930-1931წწ. თელავის თეატრში; 1933-1935წწ. და 1945-1948წწ. სიღნაღის თეატრში; 1952-1958წწ. გურჯაანის კულტურის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელად; 1929-1930წწ. ველისციხის კლუბში; 1931-1933წწ. ველისციხის საკოლმეურნეო თეატრში; 1935-1938წწ. და 1941-1945წწ. ველისციხის სახელმწიფო თეატრში; 1948-1952წწ. ველისციხის კულტურის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელად; საქართველოში დაბრუნების შემდეგ რეჟისორად მუშაობდა სხვადასხვა თეატრში; მის მიერ დადგმული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია: დ. ერისთავის "სამშობლო", ვ. გუნიას "და-ძმა", შ. დადიანის "გეგეჭკორი", ა. ცაგარელის "ხანუმა" და "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ!", ს. შანშიაშვილის "ანზორი", პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი", ა. კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი", ლოპე დე ვეგას "ცხვრის წყარო", მოლიერის "ძალად ექიმი", შილერის "ვერაგობა და სიყვარული" და სხვანი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.534; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია .- თბ., 2007.- გვ.4; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 648 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |