The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გაბრიელ მეგრელიშვილი

გაბრიელ მეგრელიშვილი
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1906
გარდაცვ. თარიღი:7 ნოემბერი, 1978  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზემო ფარცხმა, ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1930 წელს.

1940-1945 წწ. იყო საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის პოლიტიკური ეკონომიკის კათედრის გამგე. 1945-1956 წწ. ხელმძღვანელობდა ასპირანტურის განყოფილებას სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტში. 1968 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის პოლიტეკონომიის კათედრის პროფესორი. მისი ნაშრომები ეძღვნება ქართული ეკონომიკური აზრის ისტორიის საკითხებს და პოლიტიკური ეკონომიკის საკითხებს; ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1962), პროფესორი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ.536

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1940-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: