შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ მეგრელიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ღანირი, სამტრედიის რაიონი. 1936-1938 წწ. მუშაობდა საქართველოს მუშა ახალგაზრდობის თეატრში. 1938 წლიდან ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის თეატრის მსახიობია. შესრულებული აქვს სხვადასხვა ხასიათის როლები: გიორგი სააკაძე (ს. შანშიაშვილის "გიორგი სააკაძე"), ლევან ხიმშიაშვილი (დ. ერისთავის "სამშობლო"), ჩონთა (ვაჟა-ფშაველას "მოკვთილი"), სიმონი (რ. თაბუკაშვილის "რაიკომის მდივანი"), გიორგი სიხარულიძე (თ. ჭილაძის "სურათები საოჯახო ალბომიდან"), ოთარ-ბეგი (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ოტელო (უ. შექსპირის "ოტელო") და სხვა. მან შექმნა განსხვავებული პერსონაჟების პანორამა. ყოველი მათგანი ავტორის მდიდარ სამსახიობო უნარს, ტემპერამენტს, სცენურ მომხიბვლელობასა და უშუალობას ეფუძნებოდა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.536; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.36; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 652 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |