შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზია-ფაშა თავდგირიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქობულეთი. დაამთავრა სამხედრო სასწავლებელი და სამხედრო აკადემია. ოსმალეთის ჯარის სარდალი (გენერალ-ლეიტენანტი). მამამისი ჰიჯაზის გუბერნატორი იყო. ეკავა სხვადასხვა თანამდებობები. 1907 წელს მიენიჭა გენერლის სამხედრო წოდება. მონაწილეობდა ბალკანეთისა (1912–1913) და პირველ მსოფლიო (1914–1918) ომებში. იზეთ-ფაშას მთავრობაში ასრულებდა ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობას. 1920–1922 წლებში იყო სამხედრო მინისტრი. გარდაიცვალა უსკუდარის რაიონში (სტამბოლი). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.431
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |