The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი თავდგირიძე

Date of birth:27 September, 1914
Date of death:22 March, 1957  (at 42 years)
Category:Architect

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1939 წელს.

1949–1955 წლებში იყო საპროექტო ინსტიტუტის "საქსოფლმშენსახპროექტის" მთავარი არქიტექტორი, ხოლო 1955–1957 წლებში საპროექტო ინსტიტუტის "საქქალაქმშენსახპროექტის" არქიტექტურული სახელოსნოს ხელმძღვანელი. ძირითადი ნამუშევრები: თბილისში–საქართველოს გეოლოგიური სამმართველოს საცხოვრებელი სახლი (1948, ზ. ფალიაშვილის ქ.), საქართველოს სოფლის მეურნეობის ინსტიტუტის თანამშრომლების საცხოვრებელი სახლი (1954, ვ. კავსაძის ქ.), სასტუმრო "საქართველო" (1949–1956, არქიტექტორ ნ. ფირცხალაიშვილთან ერთად; მელიქიშვილის ქ.; თავდაპირველად აშენდა როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შენობა). აკადემიკოს ნ. მუსხელიშვილის სააგარაკო სახლი მანგლისში (1949), აკადემიკოს ი. ბერიტაშვილის და ს. ჯანაშიას სააგარაკო სახლები სოხუმში (1949). პარალელურად, 1955 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის კათედრაზე. აზომილი აქვს რამდენიმე ქართული არქიტექტურული ძეგლი, მათ შორის ვაჩნაძიანის ყველაწმინდის ეკლესია (1939, არქიტექტორ მ. კალაშნიკოვთან ერთად).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.431



Share: