The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარიცა ფაჩალია

მარიცა ფაჩალია
დაბადების თარიღი:20 მაისი, 1916
გარდაცვ. თარიღი:4 იანვარი, 2001  (84 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, სოხუმი
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ლიხნი, გუდაუთის რაიონი.

დაამთავრა სოხუმის სამუსიკო სასწავლებელი 1936 წელს.

1937 წლიდან ს. ჭანბას სახელობის დრამატული თეატრის (აფხაზური დასი) მსახიობი. ერთნაირი წარმატებით ასრულებდა სახასიათო, დრამატულ და კომედიურ როლებს. შაზინი (ლაკერბაის "გეჩეს შთამომავალი"), სონა (ა. ცაგარლის "ხანუმა"), ტუშა (შ. ფაჩალიას "დიდი ქორწილი"), ლუიზა (შილერის "ვერაგობა და სიყვარული"), ვერა (გორკის "უკანასკნელნი"), იუნგა (ა. კორნეიჩუკის "ესკადრის დაღუპვა"), კუმფი (შ. ფაჩალიას "გუნდა"), შელავინა (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი") და სხვა.

 წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.242

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1971 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • აფხაზეთის სახალხო არტისტი

გააზიარე: