Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შარახ ფაჩალია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ააცი, გუდაუთის რაიონი. დაამთავრა სოხუმის ვ. დომოგაროვის დრამატული სტუდია 1933 წელს, თბილისის შ. რუსთაველის სახელობის თეატრთან არსებული აფხაზური სტუდია 1939 წელს. 1931 წლიდან სოხუმის თეატრის აფხაზური დასის მსახიობი და რეჟისორი იყო. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: იაგო (შექსპირის "ოტელო"), დანაყაი, ძუკუ (მ. ლაკერბაის "დანაყაი", "საბიდას ხევში"), ბატალი (ჭანბას "მაჰაჯირი"), შუშანი (გ. გულიას "გმირთა კლდე"), ვლადიმერ ხარაზია (შ. ფაჩალიას "უკვდავება"), ოსიპი (გოგოლის "რევიზორი"), ოთარბეგი (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), აგაბო ბოგვერაძე (ო. იოსელიანის "სანამ ურემი გადაბრუნდება"), ხაჯარათი (ბ. შინკუბას "სიმღერა კლდეზე") და სხვა. დადგმებიდან აღსანიშნავია: დ. დავურინის "ვოლკოვების ოჯახი", ა. ოსტროევსკის "უდანაშაულო დამნაშავენი", დ. გულიას "მოჩვენებანი", ა. ცაგარლის "ხანუმა" და სხვა. ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობას. მისმა პიესებმა "გუნდამ", "დიდმა ქორწილმა", "სოლუმანმა", "უკვდავებამ", "მაზლოუმ", "დაღუპულმა სიცოცხლემ" და სხვა. ხელი შეუწყვეს აფხაზეთის თეატრისა და დრამატურგიის განვითარებას. ფართო დიაპაზონის მსახიობი, დრამატურგი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.243 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |