The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არნოლდ კარტოზია

არნოლდ კარტოზია
დაბადების თარიღი:10 აპრილი, 1909
გარდაცვ. თარიღი:11 ივნისი, 1979  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

დაამთავრა ქ. მოსკოვის მშენებლობის ინჟინერთა ინსტიტუტი 1934 წელს.

იყო მოსკოვის მეტროპოლიტენის ერთ-ერთი რადიუსის მშენებლობის უფროსი (1935-1937). დიდი სამამულო ომის წლებში ასრულებდა მთავრობის საგანგებო დავალებას საბჭოთა კავშირის აღმოსავლეთ რაიონებში ქვანახშირის საწარმოთა მუშაობის ორგანიზაციის საქმეში. 1943 წლიდან იყო სსრკ თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის რწმუნებული და ხელმძღვანელობდა დონბასის შახტების აღდგენით სამუშაოებს. 1953-1960 წლებში "საქნახშირის" კომბინატის უფროსი. 1960 წლიდან მუშაობდა სსრკ სახელმწიფო საგეგმო კომიტეტში. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 420

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სსრკპ, წევრი (1944-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1947 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • რუსეთის დამსახურებული ინჟინერი
  • ლენინის ორდენი

გააზიარე: