The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლეუარსან კასლანძია

ლეუარსან კასლანძია
დაბადების თარიღი:25 მაისი, 1912
გარდაცვ. თარიღი:30 ივლისი, 1996  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილ: სოფელი კუტოლი, ოჩამჩირის რაიონი.

სწავლობდა სოხუმის თეატრალურ სტუდიაში 1929-1933 წლებში.

1931 წლიდან სოხუმის თეატრის აფხაზური დასის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ოტელო (უ. შექსპირის "ოტელო"), დაური (დ. გულიას "გმირის კლდე"), გიორგი (ვ. გაბესკირიას "სამი მეგობარი"), ჯემალი (ი. მოსაშვილის "ჩაძირული ქვები"), თარაში (გ. გაბუნიას "მზის ამოსვლის წინ"), მაცი (ს. ჭანბას "კერაზი"), მოხუცი (მ. კოვეს "კეხხაჯარათი"), კომისარი და კონტრადმირალი (ა. კორნეიჩუკის "ესკადრის დაღუპვა"), განდეგილი რაში (ს. ჭანბას "ახმაჯირი"), ბაროვსკი (ბ. ლავრენიოვის "ვინც ზღვაშია") კაკუტა (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), უჩა (ვ. პატარაიას "უჩა უჩრდია"), შაბატი (ბ. შინკუბას "კლდის სიმღერა"), მეფე (ე. შვარცის "შიშველი მეფე"), მუროვი (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშვენი"). არდაშელი (ა. ლასურიას "სპეტაკი სიყვარული"), რაული (გ. მდივანის "კეთილი ნების ადამიანები"), რეჯებ ბეი (ნ. ჰიქმეთის "ახირებული"), იაკობი (ქ. აგუმას "დიდი მიწა") და სხვ. მისი შემოქმედება გამოირჩეოდა ფართო დიაპაზონით; ერთნაირი სიძლიერით ქმნიდა დრამატულ, სახასიათო და კომედიურ სახეებს; მისი სცენური გმირები სხვადასხვა ეროვნების, მსოფლშეგრძნებისა და სრულიად განსხვავებული ხასიათის ადამიანები იყვნენ, გამოირჩეოდნენ სულიერი სიძლიერით, ჰუმანურობით, სამართლიაბისთვის ბრძოლის სულისკვეთებით და მიზნისაკენ დაუოკებელი ლტოლვით.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.5.- თბ., 1980.- გვ. 425; ლეუარსან კასლანძია : აფხაზი მსახიობის ცხოვრება და მოღვაწეობა /ალექსა არგუნი. - თბ., 1970. - 37გვ.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1954 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • აფხაზეთის ასსრ სახალხო არტისტი

გააზიარე: