The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლეო კასლანდია

ლეო კასლანდია
Legal name:ლეუარსან კასლანძია
Other name:ლევარსან კასლანდია
Date of birth:25 May, 1912
Date of death:30 August, 1996  (at 84 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილ: სოფელი კუტოლი, ოჩამჩირის რაიონი.

სწავლობდა სოხუმის თეატრალურ სტუდიაში 1929-1933 წლებში.

1931 წლიდან სოხუმის თეატრის აფხაზური დასის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ოტელო (უ. შექსპირის "ოტელო"), დაური (დ. გულიას "გმირის კლდე"), გიორგი (ვ. გაბესკირიას "სამი მეგობარი"), ჯემალი (ი. მოსაშვილის "ჩაძირული ქვები"), თარაში (გ. გაბუნიას "მზის ამოსვლის წინ"), მაცი (ს. ჭანბას "კერაზი"), მოხუცი (მ. კოვეს "კეხხაჯარათი"), კომისარი და კონტრადმირალი (ა. კორნეიჩუკის "ესკადრის დაღუპვა"), განდეგილი რაში (ს. ჭანბას "ახმაჯირი"), ბაროვსკი (ბ. ლავრენიოვის "ვინც ზღვაშია") კაკუტა (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), უჩა (ვ. პატარაიას "უჩა უჩრდია"), შაბატი (ბ. შინკუბას "კლდის სიმღერა"), მეფე (ე. შვარცის "შიშველი მეფე"), მუროვი (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშვენი"). არდაშელი (ა. ლასურიას "სპეტაკი სიყვარული"), რაული (გ. მდივანის "კეთილი ნების ადამიანები"), რეჯებ ბეი (ნ. ჰიქმეთის "ახირებული"), იაკობი (ქ. აგუმას "დიდი მიწა") და სხვ. მისი შემოქმედება გამოირჩეოდა ფართო დიაპაზონით; ერთნაირი სიძლიერით ქმნიდა დრამატულ, სახასიათო და კომედიურ სახეებს; მისი სცენური გმირები სხვადასხვა ეროვნების, მსოფლშეგრძნებისა და სრულიად განსხვავებული ხასიათის ადამიანები იყვნენ, გამოირჩეოდნენ სულიერი სიძლიერით, ჰუმანურობით, სამართლიაბისთვის ბრძოლის სულისკვეთებით და მიზნისაკენ დაუოკებელი ლტოლვით.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.5.- თბ., 1980.- გვ. 425; ლეუარსან კასლანძია : აფხაზი მსახიობის ცხოვრება და მოღვაწეობა /ალექსა არგუნი. - თბ., 1970. - 37გვ.; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge

Awards and Honors

  • 1954 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • აფხაზეთის ასსრ სახალხო არტისტი

Share: