შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გია ქურდიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი 1958 წელს. ძირითადი ნამუშევრები: მრავალსართულიანი, მრგვალი ავტოფარეხი ორთაჭალაში (1970; ვ. ალექსი-მესხიშვილთნ ერთად); ეროვნული სტადიონი (ა. ქურდიანთან ერთად); კრწანისის სამთავრობო რეზიდენციაში მთელი რიგი ნაგებობებისა; ბობოყვათისა და ვარციხის სამთავრობო რეზიდენციები და სხვა; მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტებში პროექტის მთავარ არქიტექტორად, განყოფილების უფროსად; საქართველოს მთავრობის მთავარი სამმართველოს მთავარ არქიტექტორად; ფირმა "გიორგი ქურდიანის სახელოსნოს" ხელმძღვანელად და საქართველოს პრეზიდენტის აპარატის მთავარი არქიტექტორია; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. დასახელებულია 2006 წლის საუკეთესო არქიტექტორად. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.901; burusi.wordpress.com; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.219 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |