The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაქარია ქურდიანი

ზაქარია ქურდიანი
დაბადების თარიღი:14 ივნისი, 1909
გარდაცვ. თარიღი:22 აპრილი, 1983  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:არქიტექტორი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. აშხაბადი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი ინჟინერ-არქიტექტორის სპეციალობით 1932 წელს.

1944-1953წწ. თბილისის მთავარი არქიტექტორი; ნამუშევრები: თბილისის განვითარებისა და რეკონსტრუქციის გენერალური გეგმები (1932-1934; 1948-1952; ავტორთა ჯგუფები); თბილისში - მთაწმინდის პარკი, ფუნიკულიორის ზემო სადგურის შენობა (1938, ნ. ქურდიანთან ერთად, ა. ვოლობუევის მონაწილეობით, რეკონსტრუქცია-გაფორმება - 1970-1972წწ., ა. ქურდიანთან ერთად), თბილისის მეტროპოლიტენის I სქემა, აგრეთვე რუსთავის მარცხენა სანაპიროს, ქუთაისის გენერალური გეგმები (ავტორთა ჯგუფები) და სხვა; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; თბილისში არის ზაქარია ქურდიანის ქუჩა.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.901-902; facebook.com

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1965 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: