The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სერგო მეგრელიშვილი

Date of birth:12 October, 1884
Date of death:1938  (at 53 years)
Category:Political Leader

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ფარცხმა, ჩოხატაურის რაიონი. 

რევოლუციურ მოღვაწეობაში 1902 წლიდან ჩაება. მონაწილეობდა 1905-1907წწ. შეიარაღებულ გამოსვლებში გურიაში. რეაქციის წლებში არალეგალურ პარტიულ მუშაობას განაგრძობდა აფხაზეთსა და გურიაში. 1918 წელს აირჩიეს თბილისის ბოლშევიკური ორგანიზაციის პირველი რაიკომის წევრად. 1918-1920წწ. მენშევიკურმა მთავრობამ რამდენჯერმე დააპატიმრა. 1920 წლის მაისში, საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ, მუშაობდა თიანეთის მაზრაში პარტიის პასუხისმგებელ ორგანიზატორად. აქ იგი კვლავ დააპატიმრეს და გადაასახლეს საბჭოთა აზერბაიჯანში, სადაც მუშაობდა პარტიის განჯის სამაზრო კომიტეტის მდივნად. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოსტზე იყო. რევოლუციური მოძრაობის მონაწილე საქართველოში.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ.536 

Member of Organizations

  • სკკპ , წევრი (1905-)

Share: