The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ ქურთიშვილი

ვლადიმერ ქურთიშვილი
დაბადების თარიღი:28 მაისი, 1935
გარდაცვ. თარიღი:1996  (60 წლის ასაკში)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1960 წელს.

ნამუშევრები: თბილისში - ნ. ბარათაშვილის ხიდი (1965; შ. ყავლაშვილთან ერთად, ინჟ. გ. ქარცივაძე), ახალგაზრდობის მეგობრობის მემორიალი (1981; ვ. ბახტაძესთან, ლ. ბოკერიასთან და ვ. ცინცაძესთან ერთად; საქართველოს კომკავშირის პრემია, 1982); ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის მხედრული დიდების მუზეუმი (1981; ე. კვერნაძესთან ერთად) წითელ ხიდთან; "ნია-გრუზინსკაიას" პროექტი და მშენებლობა (1970-1980-იანი წლები ვ. ბახტაძესთან და ლ. ბოკერიასთან ერთად, სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია, 1982); კ. მარჯანიშვილის ქუჩის რეკონსტრუქცია; საქართველოს ხელოვნების მუზეუმის ახალი კორპუსი თბილისში, ლ. გუდიაშვილის ქუჩის რეკონსტრუქცია; უნივერმაღი "ბავშვთა სამყარო" თბილისში (ჯგუფთან ერთად), მრავალ რესპუბლიკურ და საკავშირო კონკურსში გამარჯვებული; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.903; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.579-580

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • არქიტექტურის საერთაშორისო აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1992-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1979 - საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი
  • ხალხთა მეგობრობის ორდენი

გააზიარე: