The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ავქსენტი მეგრელიძე

ავქსენტი მეგრელიძე
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1877
გარდაცვ. თარიღი:12 დეკემბერი, 1953  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:მუსიკოსი, ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხრიალეთი, ოზურგეთის რაიონი. 

1897-1898 წწ. ხელმძღვანელობდა ქუთაისის სასულიერო სემინარიის გუნდს. 1889 წლიდან ეწეოდა სალოტბარო და პედაგოგიურ მოღვაწეობას ჯერ დასავლეთ საქართველოში, შემდეგ კი თბილისში. 1927 წელს სუფსაში დააარსა მეჩონგურე ქალთა ანსამბლი. 1933 წელს ასეთივე ანსამბლი ჩამოაყალიბა თბილისში. ანსამბლი წარმატებით ასრულებდა მეგრელიძის მიერ დამუშავებულ მრავალ ხალხურ სიმღერას. მისი ხელმძღვანელობით ნაყოფიერად მოღვაწეობდა საქართველოს რადიოკომიტეტის ხალხური გუნდი. მან შეკრიბა და ჩაიწერა მრავალი ქართული ხალხური (კერძოდ გურული) სიმღერა. ლოტბარი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ.536

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1946 - ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: