შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გაბრიელ ღამბარაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი, ტფილისის გუბერნია. დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1907 წელს. სტუდენტობის პერიოდში გერმანულ ენაზე გამოაქვეყნა 2 მეცნიერული გამოკვლევა აორტის ანევრიზმისა და ღვიძლის სიდეროზის შესახებ; 1912-1917წწ. იყო მოსკოვის უნივერსიტეტის მეანობა-გინეკლოგიის კათედრის პრივატ-დოცენტი; 1917-1920წწ. ამავე კათედრის პროფესორი, ერთდროულად მუშაობდა მოროზოვის სახელობის სიმსივნეების ინსტიტუტში; მოსკოვში მუშაობის პერიოდში მისი თაოსნობით ქართულ ენაზე იბეჭდებოდა სამედიცინო-საგანმანათლებლო ლიტერატურა; 1920-1954წწ. განაგებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის (1930-იდან - თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი) მეანობა-გინეკოლოგიის კათედრას; საქართველოში დანერგა მრავალი გინეკოლოგიური ოპერაცია; შეიმუშავა ხელოვნური საშოს შექმნის მეთოდი; შეისწავლა რენტგენო და რადიოთერაპიის, ონკოლოგიის, ჰორმონოთერაპიის და სხვა საკითხებს; ქართულ ენაზე შეადგინა გინეკოლოგიის სახელმძღვანელო (1941); წლების მანძილზე იყო საქართველოს მეან-გინეკოლოგთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; მეან-გინეკოლოგი, თეორიული და პრაქტიკული მეან-გინეკოლოგიის ერთ-ერთი დამფუძნებელი საქართველოში; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1912), პროფესორი (1917). წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.904 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |