The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გაბრიელ ღამბარაშვილი

გაბრიელ ღამბარაშვილი
დაბადების თარიღი:24 ივლისი, 1878
გარდაცვ. თარიღი:18 ივლისი, 1954  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი, ტფილისის გუბერნია.

დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1907 წელს.

სტუდენტობის პერიოდში გერმანულ ენაზე გამოაქვეყნა 2 მეცნიერული გამოკვლევა აორტის ანევრიზმისა და ღვიძლის სიდეროზის შესახებ; 1912-1917წწ. იყო მოსკოვის უნივერსიტეტის მეანობა-გინეკლოგიის კათედრის პრივატ-დოცენტი; 1917-1920წწ. ამავე კათედრის პროფესორი, ერთდროულად მუშაობდა მოროზოვის სახელობის სიმსივნეების ინსტიტუტში; მოსკოვში მუშაობის პერიოდში მისი თაოსნობით ქართულ ენაზე იბეჭდებოდა სამედიცინო-საგანმანათლებლო ლიტერატურა; 1920-1954წწ. განაგებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის (1930-იდან - თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი) მეანობა-გინეკოლოგიის კათედრას; საქართველოში დანერგა მრავალი გინეკოლოგიური ოპერაცია; შეიმუშავა ხელოვნური საშოს შექმნის მეთოდი; შეისწავლა რენტგენო და რადიოთერაპიის, ონკოლოგიის, ჰორმონოთერაპიის და სხვა საკითხებს; ქართულ ენაზე შეადგინა გინეკოლოგიის სახელმძღვანელო (1941); წლების მანძილზე იყო საქართველოს მეან-გინეკოლოგთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; მეან-გინეკოლოგი, თეორიული და პრაქტიკული მეან-გინეკოლოგიის ერთ-ერთი დამფუძნებელი საქართველოში; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1912), პროფესორი (1917).

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.904

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1941 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: