The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკა ცისკარიძე

ნიკა ცისკარიძე
ოფიციალური სახელი:ნიკოლოზ ცისკარიძე
დაბადების თარიღი:31 დეკემბერი, 1973  (50 წლის)
კატეგორია:მოცეკვავე, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებლი 1984 წელს, მოსკოვის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ინსტიტუტი 1996 წელს.

1992–2013წწ. იყო მოსკოვის დიდი თეატრის საბალეტო დასის წამყვანი სოლისტი; 2006–2009წწ. სამი საცეკვაო პროექტის "ცეკვის მეფეები" მონაწილე; რუსეთის ტელეარხზე "Культура", პროგრამის "მსოფლიო მუსიკალური თეატრის შედევრები" წამყვანი; ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას მოსკოვის დიდ თეატრსა და მოსკოვის ქორეოგრაფიულ აკადემიაში; 2012 წელს შევიდა მოსკოვის სახელმწიფო აკადემიაში იურიდიულ ფაკულტეტზე, 2014 წელს დაამთავრა მაგისტრატურა; 2013 წლიდან არის მოსკოვის ა. ი. ვაგანოვას სახელობის რუსესული ბალეტის აკადემიის რექტორი; რეპერტუარი: ნარცისი(ჩერეპნინი "ნარცისი"), ვარდის აჩრდილი(ვებერი "ვარდის ზმანება"), თეზევსი, ობერონი(მენდელსონი, ლიგეტი "ზაფხულის ღამის სიზმარი"), ლორდი ვილსონ, ტაორი(პუნი "ფარაონის ქალიშვილი"), გერმანი, მაკნატუნა, ბოროტი ჯადოქარი(ჩაიკოვსკი "პიკის ქალი", "მაკნატუნა", "გედების ტბა"), ხოზე, კარმენი, ესკამილიო(ბიზე "კარმენი"), ოქროს მონა(რიმსკი–კორსაკოვი "შეჰერეზადა"), ჟან დე ბრიენი(გლაზუნოვი "რაიმონდა"), მერკუციო(პროკოფიევი "რომეო და ჯულიეტა"), სოლორი(მინკუსი "ბაიადერა"), კვაზიმოდო(ჟ. მ. ჟარი "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი"), ლურჯი ღმერთი(სკრიაბინი "ლურჯი ღმერთი"); ნ. ცისკარიძესთვის სპექტაკლები დადგეს: რ. პეტი "კარმენ – სოლო", ბ. ეიფმანი "დაცემული ანგელოზი"; გასტროლებით შემოიარა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა; არის რუსეთის ნაციონალური თეატრალური პრემიის "ოქროს ნიღბის" სამგზის ლაურეატი (1997, 2000, 2002), მოსკოვის VIII საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი (1997), "მადამ ოიჰას" სახელობის კონკურსის (იაპონია) ლაურეტი (1997), რუსეთის სახელმწიფო პრემია "Триумф"–ის ლაურეატი (2001, 2003), ჩრდილოეთ ოსეთის სახალხო არტისტი (2003), საფრანგეთის ხელოვნებასა და ლიტერატურაში დამსახურებისათვის ორდენი (2006)ბალეტის მოცეკვავე, ზედსახელი "შავი გედი".

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 550

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის კულტურისა და ხელოვნების საბჭო, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2002 - რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემია
  • 2001 - რუსეთის ფედერაციის სახალხო არტისტი
  • 2000 - რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემია
  • რუსეთის ფედერაციის დამსახურებული არტისტი
  • ღირსების ორდენი

გააზიარე: