Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკა ცისკარიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებლი 1984 წელს, მოსკოვის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ინსტიტუტი 1996 წელს. 1992–2013წწ. იყო მოსკოვის დიდი თეატრის საბალეტო დასის წამყვანი სოლისტი; 2006–2009წწ. სამი საცეკვაო პროექტის "ცეკვის მეფეები" მონაწილე; რუსეთის ტელეარხზე "Культура", პროგრამის "მსოფლიო მუსიკალური თეატრის შედევრები" წამყვანი; ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას მოსკოვის დიდ თეატრსა და მოსკოვის ქორეოგრაფიულ აკადემიაში; 2012 წელს შევიდა მოსკოვის სახელმწიფო აკადემიაში იურიდიულ ფაკულტეტზე, 2014 წელს დაამთავრა მაგისტრატურა; 2013 წლიდან არის მოსკოვის ა. ი. ვაგანოვას სახელობის რუსესული ბალეტის აკადემიის რექტორი; რეპერტუარი: ნარცისი(ჩერეპნინი "ნარცისი"), ვარდის აჩრდილი(ვებერი "ვარდის ზმანება"), თეზევსი, ობერონი(მენდელსონი, ლიგეტი "ზაფხულის ღამის სიზმარი"), ლორდი ვილსონ, ტაორი(პუნი "ფარაონის ქალიშვილი"), გერმანი, მაკნატუნა, ბოროტი ჯადოქარი(ჩაიკოვსკი "პიკის ქალი", "მაკნატუნა", "გედების ტბა"), ხოზე, კარმენი, ესკამილიო(ბიზე "კარმენი"), ოქროს მონა(რიმსკი–კორსაკოვი "შეჰერეზადა"), ჟან დე ბრიენი(გლაზუნოვი "რაიმონდა"), მერკუციო(პროკოფიევი "რომეო და ჯულიეტა"), სოლორი(მინკუსი "ბაიადერა"), კვაზიმოდო(ჟ. მ. ჟარი "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი"), ლურჯი ღმერთი(სკრიაბინი "ლურჯი ღმერთი"); ნ. ცისკარიძესთვის სპექტაკლები დადგეს: რ. პეტი "კარმენ – სოლო", ბ. ეიფმანი "დაცემული ანგელოზი"; გასტროლებით შემოიარა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა; არის რუსეთის ნაციონალური თეატრალური პრემიის "ოქროს ნიღბის" სამგზის ლაურეატი (1997, 2000, 2002), მოსკოვის VIII საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი (1997), "მადამ ოიჰას" სახელობის კონკურსის (იაპონია) ლაურეტი (1997), რუსეთის სახელმწიფო პრემია "Триумф"–ის ლაურეატი (2001, 2003), ჩრდილოეთ ოსეთის სახალხო არტისტი (2003), საფრანგეთის ხელოვნებასა და ლიტერატურაში დამსახურებისათვის ორდენი (2006). ბალეტის მოცეკვავე, ზედსახელი "შავი გედი". წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 550 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |