შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ციცინო ციცქიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის I მუსიკალური სასწავლებელი(ვოკალური), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია(ვოკალური). 1946–1965წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი(მეცო–სოპრანო); 1951–1965წწ. საქართველოს ფილარმონიის სოლისტი; გამოდიოდა დუეტში ე. გვაზავასთან, შემდეგ ს. მირიანაშვილთან ერთდ; 1965 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლის("პიონერთა სასახლე") ვოკალის პედაგოგი(ალ. ჯანელიძესთან ერთად); პარალელურად თბილსისი თეტრალური ინსტიტუტის პედაგოგი, პროფესორი(ვოკალი); აღზარდა არაერთი თაობა, რომელთაგან ბევრი დღეს ქართული ესტრადის წამყვანი სოლისტია; მოწაფეები: თ. ჭოხონელიძე, ე. დოლიძე, ს. ტოროშელიძე, ნ. ნაჭყებია; ქართული რეპერტუარი, ოპერები: მარეხი(ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი"), გივი(ა. ბუკია "დაუპატიჟებელი სტუმრები"), ა. შავერზაშვილი ორატორია "ჩემი სამშობლოს სიმღერები", ქართული სიმღერები და რომანსები: ვ. აზარაშვილის, დ. თორაძის, ბ. კვერნაძის, რ. ლაღიძის, შ. მილორავას, ს. მირიანაშვილის, გ. ცაბაძის, ს. ცინცაძის; აგრეთვე ასრულებდა რუსულ რომანსებს; საოპერო, კამერული და საესტრადო მომღერალი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ.550; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.115 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |