The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან ღუდუშაური

ლევან ღუდუშაური
დაბადების თარიღი:6 ივნისი, 1912
გარდაცვ. თარიღი:6 ივნისი, 1979  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, პედაგოგი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სნო, დაბა სატეფანწმინდა, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტორის სპეციალობით 1939 წელს; საკავშირო უმაღლესი პარტიული სკოლა 1947 წელს (ქ. მოსკოვი).

სპორტსაზოგადოება "სტროიტელის" ცენტრალური საბჭოს პირველობის ორგზის ჩემპიონი მძიმე წონაში (1938, 1939); სპორტსაზოგადოება "დინამოს" ცენტრალური საბჭოს პირველობის ჩემპიონი ქვემძიმე წონაში (1944); სპორტული კარიერის პარალელურად აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში, იყო ხელმძღვანელთა რიგებში რუსთავის ახლად ჩამოყალიბებული ავტომატიკის კვლევით ინსტიტუტში, კითხულობდა ლექციებს საქართველოს პარტიულ სკოლაში; მნიშვნელოვანია მისი ღვაწლი ახალგაზრდა თაობის აღზრდაში; მისი უშუალო მონაწილეობითა და ინიციატივით საბჭოთა კავშირის მასშტაბით პირველად საქართველოში გაიხსნა სპორტული სკოლა-ინტერნატი, რომელსაც იგი წლების განმავლობაში ედგა სათავეში; როგორც მეორე მსოფლიო ომის მონაწილეს მიღებული აქვს მთავრობის ჯილდოები; 16 წლიანი სპორტული კარიერის მანძილზე ჩატარებული აქვს 137 ბრძოლა რინგზე, რომელთაგან 9 ბრძოლა აქვს წაგებული; მისი სახელი შეტანილია "საქართველოს სპორტის ოქროს წიგნში". სპორტის სახეობა: კრივი.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.906

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კრივის ფედერაცია, თავმჯდომარე

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1945 - სსრკ ჩემპიონი (გუნდურ პირველობაში)
  • 1945 - სსრკ ჩემპიონი (ნახევრად მძიმე წონაში ინდივიდუალურ პირველობაში)
  • საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი
  • საკავშირო კატეგორიის მსაჯი
  • სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი

გააზიარე: