Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იაკობ მედვედევი![]()
Biographyმუშაობდა თბილისში რუსეთის იმპერიის მიწათმოქმედების სამინისტროს დეპარტამენტში ჯერ მეტყევედ (1867), შემდეგ კი (1890) მის რწმუნებულად ამიერკავკასიაში. მისი ძირითადი შრომები ეხება კავკასიის დენდროფლორას, მის ბოტანიკურ გეოგრაფიულ დარაიონებას, ფლორისა და მცენარეულობის ისტორიას. თავის მონოგრაფიაში "კავკასიის ხეები და ბუჩქები"(1883) აღწერა 370-მდე სახეობა და მოგვცა მათი მორფოლოგიურ - სისტემატური და ეკოლოგიური დახასიათება, გავრცელება და სამეურნეო გამოყენების შესაძლებლობა. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ტყეების მოწყობას ბორჯომის ხეობაში. აქვე საფუძველი ჩაუყარა ტყის ჯიშების გამოცდას კულტურაში. დააარსა (1895) თბილისის ბოტანიკური ბაღის სამეცნიერო პერიოდული ორგანო "თბილისის ბოტანიკური ბაღის შრომები", მისი პირადი ბიბლიოთეკა და კავკასიაში მოპოვებული მდიდარი ბოტანიკური და მინერალოგიური კოლექცია დაცულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ნუმიზმატიკური კოლექცია - საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში. იგი იყო მრავალი სამეცნიერო საზოგადოების წევრი. რუსი მეტყევე-დენდროლოგი და ბოტანიკოს-გეოგრაფი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.537; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.656 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |