The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ მელაძე

დაბადების თარიღი:10 თებერვალი, 1905
გარდაცვ. თარიღი:იანვარი, 1990  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მათხოჯი, ხონის რაიონი.

დაამთავრა ამიერკავკასიის სამთო-მეტალურგიული ინსტიტუტი 1931 წელს.

1930-1959წწ. მუშაობდა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში. 1959-1965წწ. თბილისის სპილენძის საგლინ ქარხანაში დირექტორად, ხოლო  1965-1967წწ. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტში. 1968 წლიდან მუშაობს თბილისის საწარმოო გაერთიანება "ელექტროაპარატში" (უფროს ინჟინრად). მელაძისა და მისი თანაავტორების გამოგონება "მანგანუმიანი შენადნობების ჩამოსხმის ახალი წესი" (საავტორო N 282611) დაინერგა სსრკ ფეროშენადნობთა წარმოებებში. მეტალურგი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ.555

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ , წევრი (1939-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1971 - საქართველოს დამსახურებული გამომგონებელი
  • 1961 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • 1951 - სახელმწიფო პრემია
    მანგანუმიანი შენადნობების ახალი ტექნოლოგიური დამუშავების, გამოდნობისა და დანერგვისათვის
  • შრომის წითელი დროშის ორდენი (2 ორდენი)
  • საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: