The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე მელია

Date of birth:12 March, 1907
Date of death:14 March, 1978  (at 71 years)
Category:Inventor, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა ამიერკავკასიის ქიმიურ-ტექნოლოგიური ინსტიტუტი თბილისში 1932 წელს.

საინჟინრო ინსტიტუტში სწავლის დროსვე შეუდგა გამომგონებლობას. პირველი მანქანა გამოიგონა 1930 წლის ივნისში, შემდეგ კი 8 მანქანა-მოწყობილობა. მესამე გამოგონება "საქართველოს ჩაიმ" შეიძინა (26 კომისრის სახელობის ქარხანამ გამოუშვა 1937 წლის ივნისის ბოლოს). 1932-1941 წლებში მუშაობდა თბილისსა და მოსკოვში, შემდგომ კიევში თავის მიერ გამოგონებული წნეხების სრულყოფასა და დანერგვაზე. საყურადღებოა მისი აგურის მშრალად საწნეხი მანქანა მბრუნავი დაზგებით, რომლის დასამთავრებლადაც იძულებული იყო, ინსტიტუტისთვის დროებით თავი დაენებებინა. ამ გამოგონების პროექტი დაიცვა 1931 წლის ივნისში 14 სპეციალისტის მიერ შემდგარი კომისიის წინაშე და ბრწყინვალე გამარჯვებაც მოიპოვა. (ამ საქმეში ხელი შეუწყო სამრეწველო კავშირმა და მისმა თავმჯდომარემ ალ. მაისურაძემ). პროფ. გედევანიშვილმა, პროფ. პიტკევიჩმა, ინჟ. არუთინოვმა, ცნობილმა ინჟინერ-ტექნოლოგებმა ფიცხელაურმა, ვალკმა და მასლიკმა, ერთხმად მოიწონეს ეს გამოგონება და აღნიშნეს საამშენებლო საქმეში მისი დიდი მნიშვნელობა, (ეს გამოგონება - წნეხი გაცილებით ჯობდა არსებულ სხვა წნეხებს: ამერიკული წნეხები "რიდელი", "სპეციალი" 8 საათში უშვებდნენ 15.000 ცალ აგურს, გერმანული "დორსტენი", "ბერგერი" – 15-18.000-ს, "დორნბეში"–25.000-ს, ხოლო ალექსანდრე მელიას სისტემის წნეხი კი 8 საათის განმავლობაში სისტემატურად – 60.000 ცალ აგურს აწარმოებდა. ამავე მანქანით მზადდებოდა თერმობეტონი და თბობეტონი. გარდა ამისა, ალექსანდრე მელიამ გამოიგონა: აგურნარევი რკინა-ბეტონის საშენი მასალის დამამზადებელი მოწყობილობა; ნიადაგში ხელოვნური სასუქის შემტანი კომბაინი; ორმხრივი, განუწყვეტლივ მომუშავე პატეფონი და სხვ. ალექსანდრე მელიას გამოგონებათა ტექნიკა-წარმოებაში შემოღებისათვის მოსკოვის საბჭოს პრეზიდიუმთან ჩამოყალიბდა საკონსტრუქტორო-კვლევითი ბიურო. ინჟინერ-გამომგონებელი.

წყარ: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ.556; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.201;  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge

Member of Organizations

  • უკრაინის სსრ III-V მოწვევის უმაღლესი საბჭო, დეპუტატი

Awards and Honors

  • 1949 - სსრკ სახელმწიფო პრემია
    ორიგინალური სამამულო აგურსაკეთებელი წნეხების (ამ-10, ამ-11, ამ-12, ასმ-16ა და სხვ.) შემქმნელი

Share: