The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბასილ მელიქიშვილი

ბასილ მელიქიშვილი
დაბადების თარიღი:2 ოქტომბერი, 1904
გარდაცვ. თარიღი:24 აპრილი, 1930  (25 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზირბითი, თეთრი წყაროს რაიონი.

სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, შემდეგ სათავადაზნაურო გიმნაზიაში, 1924 წელს დაამთავრა თბილისის ტექნიკუმი.

მისი პირველი მოთხრობა "მკერდშებოლილი მერცხალი", რომელშიც ნაჩვენებია ქართველი ხალხის ბრძოლა ეროვნული თვითმყოფობისათვის, 1928 წელს გამოქვეყნდა ალმანახ "არიფიონში". ამავე წელს დაიბეჭდა მისი მოთხრობები: "თურმანი" და "ჯილაგი"(ჟურნალი "ქართული მწერლობა"). ქართული ლეგენდა უდევს საფუძვლად მოთხრობას "მოკვეთილ თითს"(1929). მას დარჩა გამოუქვეყნებელი მოთხრობები "თიდემალა, "სული გელაყარისა" და სხვა.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ.558

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: