The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ეთერ თათარაიძე

ეთერ თათარაიძე
დაბადების თარიღი:15 მარტი, 1956  (68 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, პოეტი, ფოლკლორისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზემო ალვანი, ახლანდელი ახმეტის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1984 წელს.

ამავე წელს დაიწყო მუშაობა თსუ-ის ზოგადი ენათმეცნიერების კათედრაზე. 1985–2006 წლებში მუშაობდა  ფოლკლორის კათედრაზე. პარალელურად, 2004 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს ფოლკლორის ცენტრში ზეპირსიტყვიერების მიმართულების ხელმძღვანელად. საკუთარი ლექსები ეთერ თათარაიძემ ქართველ მკითხველს პირველად 1979 წლის 14 აპრილს გამართულ ქართული ფოლკლორის საღამოზე გააცნო. ასე შემოიტანა მან ქართულ პოეზიაში "თუშური ხმით ნატირლების" ხიბლი. იგი ავტორია პოეტური კრებულებისა: "იმედის გვირილაო" (1979), "მთვარის ნალი" (1988), "ჩამომიარ საწუთრომ" (1998), "100 ლექსი" (2012) და სხვ. მისი სამეცნიერო კვლევის სფეროა ქართული დემონოლოგია, ქართული ლეგენდა; ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თსუ-ში – კითხულობდა ლექციებს ქართულ დემონოლოგიაში; საშუალო სკოლებში ასწავლიდა ზეპირსიტყვიერებას. თანაავტორია(ა. არაბულთან ერთად) წიგნებისა: "მამამა ღმერთს ჩამაჰყარა ნათელი" (1990), "შენდობით მომიხსენიეთ" (2007), "ავაგე ეკლესიები" (2010) და სხვ. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი (1998), ასოცირებული პროფესორი (1998). 2009 წელს დაჯილდოვდა "ფოლკლორის ეროვნული პრემიით". 2019 წლის 14 აპრილს ფილარმონიის წინ ლელა და ეთერ თათარაიძეების ვარსკვლავი გაიხსნა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.449; პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.146

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2012 - პრემია "საგურამო"
  • 2008 - ლიტერატურული პრემია "საბა"
    წიგნისათვის "შენდობით მომიხსენიეთ"
  • 2007 - ღირსების ორდენი
  • 1990 - ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია
    წიგნისათვის "მამამა ღმერთს ჩამაჰყარა სახელი"

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: