The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოსმან ნური-ღაზი-ფაშა თავდგირიძე

დაბადების თარიღი:1840
გარდაცვ. თარიღი:1898  (58 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კარაჯაახმადის სასაფლაო, სტამბოლი, თურქეთი
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სტამბოლი, თურქეთი.

ოსმალეთის ჯარის მარშალი (მუშირი, 1881), წარმოშობით ქობულეთიდან. მსახურობდა სამხედრო გუბერნატორად ჰიჯაზში და სირიაში.  იყო კარგი კალიგრაფი და მხატვარი. მექაში ააგო არაერთი ისტორიული ნაგებობა, მათ შორის სამთავრობო სახლი, 4 სამხედრო გარნიზონისა და 18 პოლიციის განყოფილების შენობა; მომლოცველებისათვის მინას მთაზე გაიყვანა წყალი; ააგო სტამბა, სკოლა და საავადმყოფოები; დანერგა ტელეგრაფის სისტემა. ამასთანავე, განმუხტა რეგიონში არსებული პოლიტიკურ ვითარება, განამტკიცა ოსმალთა მმართველობა. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.432


გააზიარე: