The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პლატონ თავხელიძე

დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1902
გარდაცვ. თარიღი:9 მაისი, 1989  (87 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ფერსათი, ახლანდელი ბაღდათის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1927 წელს.

მუშაობდა სხვადასხვა სამეცნიერო დაწესებულებებში. 1934–1936 წლებში იყო ჟურნალ "პარტიული მშენებლობის" რედაქტორი. მუშაობდა საქართველოს კომპარტიის ისტორიის საკითხებზე. მიღებული აქვს მთავრობის ჯილდოები. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1971), პროფესორი (1972).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.449

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1979 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: